თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, სახალხო დამცველს მიმართა ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციის გაცემის თხოვნით.
ბათომი და EMC მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს („სააგენტო“) მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა და შეუქცევად და არსებით ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ბათუმის ბულვარს.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)