თბილისი. „მშობლის სკივრი“ გიზიარებთ რჩევებს თუ როგორ უნდა აიყვანოთ და დაიჭიროთ ხელში ცერებრული დამბლის მქონე ბავშვი.
ხელში აყვანა:
დაბალი ტონუსის მქონე ბავშვის შემთხვევაში, თავის უკან გადავარდნის ასაცილებლად, თქვენი ხელებით ერთდროულად დაუფიქსირეთ მხრები და თავი, წამოაჯინეთ და აიყვანეთ.
მაღალი ტონუსის მქონე ბავშვის შემთხვევაში, ტონუსის შესამცირებლად, გადააბრუნეთ ბავშვი გვერდზე, რა დროსაც მოახრევინეთ ფეხები; ერთი ხელი შემოხვიეთ მხრებზე, მეორე ხელით შეინარჩუნეთ ფეხების მოხრილი მდგომარეობა და აიყვანეთ.
ხელში ჭერა:
მაღალი ტონუსის მქონე ბავშვის ხელში ჭერის დროს, წაახალისეთ სხეულის მოხრა - ბავშვი დაიჭირეთ ისე, რომ მისი მენჯ-ბარძაყის სახსარი იყოს მოხრილი 90 გრადუსზე მეტად, ხოლო ზედა ტანი მცირედად გადახრილი წინ.
დაბალი ტონუსის შემთხვევაში, ხელში ჭერის დროს წაახალისეთ თავის და ტანის ამართული პოზიცია. საყრდენად გამოიყენეთ თქვენი სხეული ან მკლავი, მუხლები შეინარჩუნეთ მოხრილ მდგომარეობაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)