თბილისი. EWMI-PROLoG შეშფოთებულია ქალთა უფლებადამცველების მიმართ გაჟღერებული მუქარით, სიძულვილის ენით და მხარდაჭერას უცხადებს PHR-ის, საფარის და სხვა ორგანიზაციების იურისტ ქალებს.
„ქალი აქტივისტები განსაკუთრებით დაჟინებულები და თავდადებულები არიან. მათ ხშირად კაც კოლეგებზე უფრო რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ჩვენ წლებია მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების უფლებების დამცველებს და ვამაყობთ ჩვენი პარტნიორების მუშაობითა და მიღწევებით ამ წლების განმავლობაში. ჩვენ გვწამს, რომ ამ მძიმე, დაუღალავ და ხშირად - დაუფასებელ შრომასა და ერთგულებას მოაქვს პროგრესი, მსხვერპლთა უფლებებისა და ღირსების აღდგენის გზით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)