en
ge

ევრაზიის თანამშროლობის ფონდის განმარტება

თბილისი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ეხმაურება გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ „ტელეკომპანია მე-9 არხს ფონდისგან საგრანტო დაფინანსება არ მიუღია. ტელეკომპანია მე-9 არხმა მონაწილეობა მიიღო ფონდის მიერ 2013 წლის მარტში გამართულ ტენდერში (სატენდერო თანხა 17,000 ლარი), რომლის მიზანი იყო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება ტელევიზიების თოქ-შოუების მეშვეობით. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ შემდეგი მედიასაშუალებები: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია იმედი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, სტუდია მაესტრო და ტელეკომპანია მე-9 არხი. ეს კომპანიები შეირჩა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის გამოკითხვებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ ტელევიზიებით იღებს ახალ ამბებს. ტენდერის შედეგად, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ტელეკომპანია მე-9 არხს გაუფორმა სერვის კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს 10 ტელეგადაცემის მომზადება თოქ-შოუების „მთავარი კითხვა" და „დიდი დრო" ფარგლებში", ნათქვამია ფონდის განმარტებაში.
სრულად
წყარო: epfound.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)