თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს მოსარჩელის ინტერესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში, ადმინისტრაციის მხრიდან მსოფლმხედველობის, კერძოდ, ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვეპლი იყო. პირი ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
„სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არამხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდი.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)