en
ge

დისკუსია თემაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო

სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით ახალციხეში, დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში მრგვალი მაგიდა – „დისკუსია თემაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო" – გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო – მოხალისეობის საკანონმდებლო ინიციატივა; საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაბეგვრის თავისებურებები– გამოწვევები და პერსპექტივები. გაიმართა დისკუსიაც, მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და შენიშვნები განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. დისკუსიის ბოლოს გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ პორტალის – www.csogeorgia.org – პრეზენტაცია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023