თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 20 იანვრიდან ახორციელებს პროექტს „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“. პროექტის ფარგლებში მოხალისეებმა ოთხივე მუნიციპალიტეტში (გორი, ხაშური, ქარელი, კასპი), პირდაპირი ვიზიტის ფარგლებში, გამოკითხეს 100-ზე მეტი მარტოხელა/მარტო მცხოვრები ხანდაზმული. მათი აბსოლიტური უმრავლესობის განცხადებით ისინი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ითვალისწინებს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი II), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
წყარო: ორგაზანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)