თბილისი. 19 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ მე-5 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია „ჩვენ ვაკავშირებთ“, რომელიც მსოფლიოში არსებულ, პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას პასუხობს.
„ონლაინ კონფერენცია 7-დან 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას მიეძღვნა. საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფს ჯერ ისევ არ აქვს სათანადო მხარდაჭერა სახელმწიფო მომსახურებების სახით. მიმდინარე პროგრამები მცირეა, მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და ბავშვების ინდივიდუალური განვითარების საჭიროებებს“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)