კახეთი. 10-11 მარტის საქველმოქმედო კავშირ „თემის“ ერთი საამქროს კუთხეში ცეცხლი გაჩნდა.
„თემის შოკირებულმა, თუმცა მამაცმა თანამშრომლებმა და მეგობრებმა სოფლიდან სცადეს მზარდი ცეცხლის შიშველი ხელებითა და ვედროებით ჩაქრობა. მეხანძრეები გვიან მოვიდნენ, თუმცა მაინც შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა და კიდევ უფრო მეტი ზარალის აცილება. ცეცხლს შეეწირა სახურავი და ჭერი. საამქროში იდგა ელექტრო მანქანები, რომლებიც ცეცხლის შედეგად დაზიანდა. დაზიანებული საამქროს აღსადგენად, შესაძლებელია შემოწირულობის განხორციელება“.
დახმარების სურვილის შემთხვევაში ანგარიშის ნომერია: GE87TB7934736080100002
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)