თბილისი. „მითების დეტექტორმა” იმ ფოტოს წარმომავლობა გაარკვია, რომლითაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა მესაზღვრეებს 21 მარტს ფეისბუკზე პროფესიული დღე მიულოცა. ფოტოზე რუსი მესაზღვრეა აღბეჭდილი და მოგვიანებით სუჯაშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა. მომხდარი კი გვერდის ადმინისტრატორის გაუფრთხილებლობით ახსნა.
„yandex.ru-ს საძიებო სისიტემით აღნიშნული ფოტოს ყველაზე ადრე გამოქვეყნებული ვერსია 2019 წლის წლის 28 მაისით თარიღდება. მასალაში, სათაურით “ФСБ-ს სასაზღვრო ოფისი სამხრეთ ოსეთში: ხალხს შეუძლია მშვიდად იძინოს” (Погрануправление ФСБ в Южной Осетии: народ может спать спокойно) აღნიშნული ფოტო შემდეგი აღწერით გვხვდება: “რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის სადარაჯოზე” (Российские пограничники на страже границ Южной Осетии)“.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)