თბილისი. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მასალების საფუძველზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ 2020 წლის ოქტომბერში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში შპს „ენკა რინიუებლზი“ არ დაჯარიმებულა მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევის და მოსამზადებელი სამუშაოების უკანონოდ განხორციელების გამო.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „დაუშვებელია, სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოები არ ასრულებდნენ საკუთარ უფლებამოსილებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული წუხილი, რომ პროექტი კანონდარღვევით ხორციელდება, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური თანამდებობის პირები ვერ ასაბუთებენ პროექტის მიზანშეწონილობას“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)