თბილისი. დღეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) კიდევ ერთხელ მიმართავენ პროკურატურას და მოითხოვენ ვაგიფ აქპეროვის დაზარალებულად ცნობასა და მისი თანამდებობიდან იძულებით გადაყენების ფაქტის დაუყოვნებლივ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას.
„2013 წელს ვაგიფ აქპეროვი დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შანტაჟითა და მუქარით აიძულეს შეიხის თანამდებობის დატოვება.
21 მარტს, ტელეკომპანია მთავარში გასულ ინტერვიუში, სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეიხის პირად კომპიუტერში ჩაწერა ვირუსი მისი პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალის მიზნით. ვაგიფ აქპეროვი ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულად ხოლო გამოძიება 5 წელია უშედეგოდ გრძელდება.
ვაგიფ აქპეროვის ინტერესებს TDI იცავს“.
წყარო: tdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)