თბილისი. ორგანიზაცია „იდენტობამ" განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია კონკრეტული
პირის მიმართ „ერთი კვირის წინ თბილისში სიძულვილით მოტივირებული მორიგი დანაშულის
ფაქტზე". ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეს
უკვე მეორე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია, რომლის მსხვერპლებმაც „იდენტობას"
მიმართეს.
„იდენტობა" მოუწოდებს
საგამოძიებო ორგანოებს აღნიშნულ ფაქტზე დროულად ჩაატარონ გამოძიება. გამოავლინონ
და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ დამნაშავეებს.
წყარო: identoba.com