თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის შეფასებას აქვეყნებს.
„ნიკა გვარამიას ბრალდება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ასევე საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკის, იურიდიული დოქტრინისა და საქმეში არსებული ფაქტების მხედველობაში მიღებით, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.
გარდა ამისა, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)