en
ge

EMC-იმ კიდევ ერთი სოციალური მუშაკის საქმე მოიგო

EMC-იმ კიდევ ერთი სოციალური მუშაკის საქმე მოიგო

ქართლი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კიდევ ერთი სოციალური მუშაკის შრომითი დავა მოიგო.

„ხაშურის რაიონული სასამართლოს 19 მარტის გადაწყვეტილებით, „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ“ 2019 წელს გათავისუფლებული სოცმუშაკი სამსახურში უნდა აღადგინოს და ასევე, განაცდური უნდა აუნაზღაუროს. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღდგენისა და ანაზღაურების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და იშვიათია შრომით სამართლებრივ დავაში.

ეს წარმატებით დასრულებული უკვე მეექვსე სასამართლო დავაა იმ რვა საქმიდან, რომელზეც EMC მუშაობას. რაც შეეხება დარჩენილ ორ დავას, სასამართლო პროცესები კვლავაც მიმდინარეობს და ამ საქმეებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ საზოგადოებას პროცესების მსვლელობისას შევატყობინებთ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში. 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)