თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევა „სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა საქართველოში“ ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემის პროაქტიული გამჭვირვალობის კუთხით არსებულ ძირითად ხარვეზებზე.
„სერიოზულ გამოწვევად რჩება სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. პრობლემურია სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით გამოქვეყნება.
ასევე, აღსანიშნავია საერთო სასამართლოების სისტემაში სტატისტიკის წარმოებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარვეზები. არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების საფუძველზე, კვლევა მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება არსებითად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და ღიაობის გასაუმჯობესებლად”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)