თბილისი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საია-ს საჩივარი დააკმაყოფილა და ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა.
„მომჩივნები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის/მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ და 2009 წელს ოპოზიციური პარტიების მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია ასაბუთებდა, რომ 2009-10 წლებში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მომჩივნებს, მათი პირადი ჩხრეკის დროს, ცეცხლსასროლი იარაღი და/ან ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.
ტლაშაძისა და კაკაშვილის საქმეში ევროპული სასამართლო უმეტესწილად საიას ერთ-ერთ წარმატებულ საქმეს, მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, დაეყრდნო, რომელზეც გადაწყვეტილება 2020 წლის ივნისში გამოცხადდა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)