თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე „არქივები - საზღვრები, იდენტობა, აღქმა“ მოხსენებით წარდგა.
„კონფერენციაზე ანტონ ვაჭარაძემ ისაუბრა თემაზე: „სახელმწიფო არქივების ღიაობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში“ და განიხილა კვლევის მთავარი მიგნებები. მოხსენებამ დაინტერესება გამოიწვია დამსწრეებსა და პანელისტებს შორის და დაიგეგმა მისი უფრო ფართო მასშტაბით წარდგენა და გაცნობა ევროპული საარქივო საზოგადოებისთვის“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)