თბილისი. ღირსეული შრომის პლატფორმა კრიტიკულად აფასებს კომპანია „ბოლტის” მიერ გაფიცულ კურიერთა სამუშაო პლატფორმიდან დაბლოკვის ფაქტებს, მხარდაჭერას უცხადებს კურიერების მოთხოვნებს ღირსეული შრომითი პირობებისთვის და მზადაა სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მათ.
„მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, პრიორიტეტად დაისახოს და სისტემური მუშაობა დაიწყოს საქართველოში, პლატფორმის ეკონომიკაში დასაქმებულ პირთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების მუდმივი მონიტორინგისადა შრომითი უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)