en
ge

IDFI-მ და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

IDFI-მ და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრმა (Центр досліджень визвольного руху / Center for Research of the Liberation Movement) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

„უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის შესწავლის ცენტრი 2002 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც შეისწავლის მე-20 საუკუნის უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობებს, იკვლევს მეხსიერებას და ტოტალიტარული წარსულის შედეგების დაძლევის პროცესებს ყოფილი საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში.

ვინაიდან IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულება აღნიშნულ საკითხებზე მუშაობს საქართველოში, შესაბამისად, ორგანიზაციებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სამომავლოდ საერთო პროექტების დაგეგმვას, გამოცდილების გაზიარებას, ქვეყნებში საარქივო ღიაობის ადვოკატირებას და საზოგადოებისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე მუშაობას“.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023