თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ნინო კაპანაძის ბლოგპოსტს: კიდევ ერთი ნეგატიური დასკვნა ვენეციის კომისიისა და ოდირისგან.
„როგორც აღმოჩნდა, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნა სრულად შეესაბამება საიას მიერ პარლამენტში გაგზავნილ მოსაზრებებსა და არგუმენტაციას, რომელთა წინასწარ გაცნობის ობიექტური შესაძლებლობა ინიციატორს კომისიისთვის დახმარების თხოვნით მიმართვამდე ჰქონდა. მათი გააზრების შემთხვევაში მმართველი ძალა გადაურჩებოდა საერთაშორისო ფორმატიდან ცივი წყლის გადასხმის არასასიამოვნო ეფექტს, ხოლო ქვეყანა - კანონის უზენაესობისა დაპოლიტიკური პლურალიზმის საკითხებში „ცუდი განზრახვების“ მქონის იარლიყს“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)