თბილისი. 17, 19 და 26 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართა.
„შეხვედრებზე პროკურორებს, გამომძიებლებსა და ადვოკატებს ომბუდსმენის მიერ (ევროსაბჭოს მხარდაჭერით) მომზადებული კვლევის „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის მართლმსაჯულება საქართველოში“ ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. მონაწილეებმა სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საქმის სასამართლო განხილვისას არსებულ გამოწვევებსა და აღნიშნულ საქმეებზე მუშაობის თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს“.
წყარო: www.ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)