en
ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით მოქალაქე სამსახურში აღადგინეს

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით მოქალაქე სამსახურში აღადგინეს

თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრს თხოვნით მიმართა ბ.ჭ,-მ, რომელიც პანდემიის დროს, 2020 წლის დეკემბერში, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი დასაქმებული იყო სახელმწიფო დაწესებულების მიერ შექმნილ კომპანიაში. ბ.ჭ.-ს განმარტებით, სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე, მაგრამ მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათავისუფლეს, რაც აჩენდა გონივრულ ეჭვს კანონდარღვევის შესახებ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მოამზადა სარჩელი სასამართლოსთვის. პროცესზე სასამართლოს მიერ შეთავაზებული მორიგების ფარგლებში, მოპასუხე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მოქალაქეს კვლავ დაასაქმებდა/აღადგენდა სამსახურში. 30 მარტს დავა მოქალაქის სასარგებლოდ დასრულდა და მოქალაქე ბ.ჭ. დაბრუნდა სამსახურში თავის ძველ თანამდებობაზე. 

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)