თბილისი. „უფლებები საქართველომ“ გამართა ონლაინ შეხვედრა პრაქტიკოს ადვოკატებთან, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლების, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირებისა და საქართველოში მცხოვრები მიგრანტების უფლებების დაცვაზე მუშაობენ. შეხვედრას იურიდიული დახმარების სამსახურის და კერძო საადვოკატო ბიუროების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების გავლენა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის საერთაშორისო დაცვისა და ბინადრობის ნებართვების მინიჭებაზე, ასევე იმსჯელეს საქართველოს საერთო სასამართლოებში საერთაშორისო დაცვის და ბინადრობის ნებართვების საქმეების განხილვის სპეციფიკაზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)