თბილისი. 2021 წლის 1 თებერვალს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც სამართალდამრღვევად ცნო შპს „მთავარი არხი“ მის ეთერში გასული ერთ-ერთი სიუჟეტისათვის. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა განცხადებას ავრცელებს.
„კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივმა შეფასებამ აშკარა გახადა, რომ კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება დააყრდნო საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული გადაწყვეტილებების სუბიექტურ და მანიპულაციურ განმარტებებს, რაზე აპელირებითაც ცდილობს შეზღუდოს დემოკრატიული და პლურალური საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. სინამდვილეში, სწორედ საერთაშორისო დონეზე არსებული სტანდარტების ობიექტური შეფასება იძლევა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ გამოცხადების საფუძველს, რომელიც მიზნად მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივ კონტროლს ისახავს და სავსებით ეწინააღმდეგება არამხოლოდ კონსტიტუციურ სტანდარტებს, არამედ სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკასაც“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)