თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ საქმეში, ეკა ბესელიას ინტერესებს დაიცავს.
„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან იარაღად იქცა, რომელსაც ხელისუფლება თუ არაფორმალურად დაინტერესებული სუბიექტები კონკრეტულ პირების საჯარო თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან განდევნის მიზნით აქტიურად იყენებენ. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არიდებს თავს ამგვარი დანაშაულების დროულ და ეფექტიან გამოძიებას, რითიც ადასტურებს იმას, რომ არ აქვს პოლიტიკურ ნება, აღიკვეთოს ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა. ეკა ბესელიას საქმე ერთ-ერთი ის შემთხვევაა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟისა და აღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფო ორგანოების არაქმედითი რეაგირების სისტემურ პრობლემას“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)