თბილისი. 2 აპრილს, 16:30 საათზე, გაიმართება ონლაინ შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან.
შეხვედრის მიზანია ამ თემასთან დაკავშირებით ევროპის ფონდის ხედვისა და გეგმების გაზიარება. შეხვედრას შეუერთდებიან სტუმრები UNICEF-დან და ინკლუზიური პოლიტიკის ცენტრიდან, რომლებიც ისაუბრებენ შშმ პირთა რაოდენობრივ მონაცემებზე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ახალი სისტემის დამკვიდრებასა და შშმ ბავშვთა სოციალური დაცვის ღონისძიებებზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)