თბილისი. 2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. ომბუდსმენის ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს ამ დღის აღნიშვნის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ყურადღება გამახვილებულია პანდემიის პირობებში, მსოფლიოში მკაფიოდ გამოკვეთილ უთანასწორობაზე, რაც ნეგატიურად აისახა აუტიზმის მქონე პირებზეც.
„კორონა ვირუსით გამოწვეული ვითარების ფონზე საქართველოში მცხოვრები აუტიზმის მქონე პირები არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. კიდევ უფრო მეტად გართულდა მათი უფლებების სათანადოდ განხორციელება.
სახელმწიფოს მიერ კვლავ არ ხდება ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებით უზრუნველყოფა. პრობლემურია ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებისა და სერვისების მისაწვდომობა, არაადაპტირებული სამედიცინო მომსახურებები. გამოწვევაა სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულე. არ ტარდება აუტიზმის მქონე პირთა და მათი ოჯახების სოციალური და ფსიქოლოგიური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებები“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)