თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ მონაზონი სოსანას მიმართ გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „მიტროპოლიტი სტეფანეს მიერ მიღებული მკაცრი გადაწყვეტილებები გარდა იმისა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეპარქიის წევრების დევნის და დასჯის ნიშნებს ატარებს, ის მონაზვნების მიმართ ეკლესიაში უსამართლო, დამამცირებელ და ქალთმოძულე დამოკიდებულებას ავლენს. ის სხვა მონაზვნებშიც დაუცველობის განცდას ქმნის და ხელს უწყობს ქალების უხეში დაქვემდებარების და იერარქიზების ნორმალიზებას. უფრო მეტიც, მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გამოვლენილი ქალთმოძულეობა საზოგადოებაში ამგვარი განწყობების წახალისებას მოახდენს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)