თბილისი. GIZ აქვეყნებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცემას: განმარტებები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე.
„წიგნი შეიქმნა საკორპორაციო სამართლის რეფორმის ხელშეწყობის ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის ‒ „საქართველოს კომერციული სამართლისა და პრაქტიკის გაუმჯობესება“ ‒ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება(GIZ) ახორციელებს.
წიგნი შექმნილია გიორგი ჯუღელის და გიორგი გიგუაშვილის ავტორობით. გამოცემის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ონლაინ-ბიბლიოთეკაში...
წიგნი ბეჭდური სახით დარიგდება აპრილის თვეში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)