თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტის, სინოლოგ შალვა ჩიხლაძის სტატიას - „საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე“.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ახალგაზრდა ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიტიკური იდენტობის ძიება დაიწყო, რომელიც მას ხელს შეუწყობდა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში და მის მნიშვნელობას გაზრდიდა მეზობელი და არამეზობელი სახელმწიფოებისთვის. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ტრასეკას ამოქმედების შემდგომ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ქვეყნისთვის ერთ-ერთ აუცილებელ და მნიშვნელოვან კომპონენტად გამოაცხადა, რომელსაც დიდი როლი უნდა ეთამაშა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ფორმულა მარტივი იყო - საქართველო ხდებოდა და უნდა გამხდარიყო სხვა ქვეყნებისთვის საჭირო, ხოლო ეს საჭიროება უნდა ტრანსფორმირებულიყო შემოსავალსა და უსაფრთხოებაში“, - აღნიშნულია სტატიაში, - „რეალურად, ნავთობსადენებმა და გეოგრაფიულმა მდებარეობამ ნამდვილად შეიტანა გარკვეული წვლილი ქვეყნის ეკონომიკური და ენერგეტიკული განვითარების სფეროში, თუმცა, ცხადი გახდა, რომ ეს არ იყო საკმარისი ინსტრუმენტი სამომავლო გრადაციისთვის. საჭირო იყო საქართველოს უფრო მეტი სატრანსპორტო და ეკონომიკური ინტეგრაცია ფართო რეგიონალურ ჭრილში“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)