თბილისი. გენერალურ პროკურატურამ დაზარალებულად ცნო 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტექსტო აქციის დარბევისას დაზარალებული ჟურნალისტები: ზაზა სვანაძე, მერაბ ცაავა და ბესლან კმუზოვი, რომელთა სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ითხოვდა, ჟურნალისტებს დაუყოვნებლივ მინიჭებოდა დზარალებულის სტატუსი. ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)