თბილისი. „უფლებები საქართველომ“, 2021 წლის პირველი მარტიდან, ახორციელებს უფლებადამცველებისა და აქტივისტების მხარდამჭერ ახალ პროექტს - „რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების და აქტივისტების მხარდაჭერა“.
პროექტის ამოცანაა უფლებადამცველების/აქტივისტების სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფა, მათი უსაფრთხოებისა და დაცვის გარანტიების ზრდაზე ზრუნვა, მათი პროფესიული უნარების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება ისეთ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია მათი საქმიანობიდან გამომდინარე.
პროექტი, სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების ქსელის შექმნას/აღწერას. ამან, მომავალში, ხელი უნდა შეუწყოს მხარდამჭერი და ურთიერთდახმარების სწრაფი და ეფექტიანი საკომუნიკაციო სისტემის ფორმირებას.
„უფლებები საქართველო“ სთხოვს ორგანიზაციებს, მათთან დასაქმებულებმა, რომლებიც ეწევიან აქტივიზმს, უფლებადამცეველობით საქმიანობას ან თემის ლიდერები არიან შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, ასევე, მიაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ აქტივისტს, ვისთანაც კომუნიკაცია აქვთ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)