თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას შს სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებისთვის ნამახვანში შესვლისა და მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, ჟურნალისტებს არ შეუშალოს ხელი გადაადგილებაში და უზრუნველყოს მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს არ ჩაერიონ ჟურნალისტურ საქმიანობაში და მედიას შეუქმნან შესაბამისი სამუშაო პირობები”, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანზიაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)