თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შსს-ს დროულად გამოიძიოს „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი.
„ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. მათი თქმით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ფორმულას“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)