თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ლელა ლობჟანიძის ინტერესების დაცვას, რომელიც შსს-ის თანამშრომლისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის მსხვერპლი გახდა.
2020 წლის 23 ივლისს შიდა ქართლის რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ლელა ლობჟანიძეს მისი გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე თავს დაესხნენ მეუღლის ძმა და ძმისშვილები. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად მას დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და ცდილობდნენ ფიზიკურ ძალადობას. ფაქტს შეესწრო არაერთი მოწმე, რომელთა ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მძიმე შედეგების თავიდან აცილება. კონფლიქტის ნაწილი აღბეჭდილია შემთხვევის დროს ერთ-ერთი მოწმის მიერ გადაღებულ ვიდეოზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)