თბილისი. ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) განცხადებას ავრცელებს.
„დაახლოებით ექვსი თვეა საქართველოში მიმდინარეობს უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი ნამახვანი ჰესის პროექტის წინააღმდეგ. უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფომ აქტიურად დაიწყო სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის გადაკეტილია გზა ქუთაისიდან ნამახვანის მიმართულებით. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვიდან თითქმის 10 დღეა გასული. ამ დრომდე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია შეზღუდვის მართლზომიერების დამადასტურებელი არცერთი დამაჯერებელი არგუმენტი. შემაშფოთებლად განვითარდა მოვლენები 11 აპრილს, როდესაც პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა კარვები დაშალა და, ამავე დროს, ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა ადვოკატებს/უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)