თბილისი. FactCheck-ის ინფორმაციით, Covid-19-ის ვაქცინების გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება.
2021 წლის 11 მარტს, Facebook-მომხმარებელმა შ.შ.-მ Covid-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში მოცემულია ცხრილი, რომელიც შ.შ.-ს მტკიცებით, ვაქცინების ლეტალობასა და მძიმე შედეგებს ასახავს. ცხრილის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით გამოწვეული მძიმე შედეგები 30%-ია, Moderna-ს შემთხვევაში 49%, ხოლო AstraZeneca-სი - 72%. FactCheck აცხადებს, რომ პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)