თბილისი. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ეხმაურება 2021 წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებს და მიაჩნია, რომ პოლიციის ქმედებები მიმართულია შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისაკენ, ხოლო სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება აქტივისტების წინააღმდეგ არის ავტორიტარული რეჟიმისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და რეპრესიული პოლიტიკის გატარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მათ მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო და იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად“, - ნათქვამია GDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)