შიდა ქართლი. ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს პროექტს „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“.
მოხალისეებმა გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტებში პირდაპირი ვიზიტებისას გამოკითხეს 200-ზე მეტი ხანდაზმული, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მოუგვარებელ პრობლემად დაურეგისტრირებელ მიწებს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტი სახელმწიფომ 2016 წლიდან დაიწყო, რეგიონში ჯერ კიდევ ბევრმა ოჯახმა ვერ შეძლო მიწის რეგისტრაცია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)