თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება 2021 წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტის - გიორგი მუმლაძის დაკავების ფაქტს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაწყებული გამოძიება სახიფათო პრეცედენტს ქმნის გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული წესრიგის თვალსაზრისით.
„ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტების მიმართ დაუსაბუთებელი საპოლიციო ძალის გამოყენების ტენდენცია კრიტიკას და შეშფოთებას იმსახურებს. ამავდროულად, სუსტი და არაეფექტიანია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირება, რასაც მსუსხავი ეფექტი აქვს ამ უფლებით სარგებლობაზე“.
წყარო: socialjustice.org.ge ადამიანის უფლებები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)