სამცხე-ჯავახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება 2014 წელს სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის ფაქტებზე შვიდი წლის შემდგომ პოლიციის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და მიიჩნევს, რომ ეს გადაწვეტილება დაგვიანებული და მოჩვენებითია.
„უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე არ გვქონია შესაძლებლობა გავცნობოდით ჩატარებული გამოძიების შედეგებს, შესაბამისად უცნობია საგამოძიებო მოქმედებათა შინაარსი, რეზულტატი და ის გარემოებები, რის გამოც 7 წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ბრალდებულთა იდენტიფიცირება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) უახლოეს მომავალში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან მიიღებს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და გაცნობის შემდგომ საზოგადოებას დეტალურ შეფასებას წარუდგენს“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)