თბილისი. 25 აპრილს, 12:00-დან 18:00 სთ-მდე, ორბელიანის მოედანზე, სოციალურ საწარმოთა ალიანსი გიწვევთ სააღდგომო ბაზრობაზე, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში გაიმართება. ღონისძიებას მხარს უჭერს „თბილისის მერია“ და „ქარავანი“.
„სოციალური საწარმოები წარმოადგენენ ისეთ საწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა სახის სოციალურ პრობლემას სამეწარმეო მიდგომებით აგვარებენ. სოციალური მეწარმეობა შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელიც ბიზნესის „ახლებური გზით“ კეთებას გულისხმობს. ჩვეულებრივი ბიზნესისგან სოციალურ საწარმოს სწორედ მისი სოციალური ბუნება განასხვავებს - ის იქმნება კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად და მოგებაც სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენ მიემართება. სააღდგომო ბაზრობის მთავარ მიზანს სწორედ სოციალური საწარმოების ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში“.
ბაზრობაზე თქვენთან შესახვედრად ემზადება ალიანსის წევრი 17 სოციალური საწარმო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: ბაბალე, ჩუ, კოდალა, ჩირიგე, იკორთა, სამეზობლო, არაბული არტჰაუსი, ნუკრიანის სახელოსნოები, ეთნოდიზაინი, პოტერია, დადარი, კაფუნე, თემი, იალონი, ფარშევანგი, 7R, ისტორიალი.
გაეცანით ღონისძიების შესახებ ინფორმაციას სრულად...
„გამოგვიარეთ ორბელიანზე, გაახალისეთ უქმე დღე და შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა ჩვენთან ერთად“.
წყარო: სოციალურ საწარმოთა ალიანსის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)