იმერეთი. 21 აპრილს, წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე კომპანია „ენკა რინიუებზლის“ მიმართ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევის გამო. საიას ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო მიმდინარე წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
„ამავე საქმეზე 2021 წლის 10 მარტს სასამართლო პროცესი ნამოხვანჰესების კასკადის მშენებელი კომპანიის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ერთხელ უკვე გადაიდო. კომპანია ,,ენკა რინიუებზლის“ წარომადგენელი სასამართლო სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა და სასამართლოსთვის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი არც რაიმე სახის დოკუმენტი არ წარუდგენია“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)