„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ – ახალი პროექტია, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორის გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტის სიახლეების, კონკურსებისა თუ გამოცემების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არსებულ გვერდზე – სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა
ესტუმრე გვერდს და იყავი ინფორმირებული
ევროკაშვირისა (#EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (#KAS) მხარდაჭერით პროექტს ახორციელებენ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (#CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (#CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (#CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (#EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (#IEP).
„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ – ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის -„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" - (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)