იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) დაასრულა ტრენინგების სერია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.
„ამჯერად, ტრენინგი ჩატარდა იმერეთის მხარის შემდეგი მუნიციპალიტეტების: საჩხერე, ჭიათურა, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი,სამტრედია, წყალტუბო, ხონი, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგის მოდულით გათვალისწინებული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები; მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში; მრჩეველთა საბჭოს როლი/ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; პროგრამული საბიუჯეტო პროცესები და ეტაპები; ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრინციპები/უფლებამოსილებები; ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიულ სახელმწიფოში; მუნიციპალიტეტის ფინანსები“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)