თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრს (GCSD) ახალი დირექტორი ჰყავს.
„Მარიამ თოხაძე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ორგანიზაციას. აქამდე მარიამი GCSD-ის TRC-Terrorism Research Center-ტერორიზმის კვლევითი ცენტრი დირექტორის პოზიციას იკავებდა.
ცვლილებებამდე, GCSD-ის დირექტორი გიორგი გოგუაძე იყო, იგი, საკუთარი გადაწყვეტილებით, სხვა სფეროში განაგრძობს მუშაობას. GCSD-ის გუნდი მადლობას უხდის მას ორგანიზაციისთვის გაწეული შრომისათვის და წარმატებას უსურვებს ახალ პოზიციაზე“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)