თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი პროექტის „ოპოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობის ადვოკატირება პენიტენციურ დაწესებულებაში“ ფარგლებში აქვეყნებს თემო ხატიაშვილის ვიდეოპოსტს: ჩანაცვლებითი მკურნალობის პრობლემები ციხეებში“.
ციხეებში დღემდე არ მოქმედებს ხანგრძლივი ჩანაცვლებითი მკურნალობა. არსებული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებული და ბრალდებული პირებისთვის მკურნალობის უწყვეტობას, აიძულებს პროგრამაში ჩართულ პირებს უარი თქვან მკურნალობაზე პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემთხვევაში. არსებული რეგულაციები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და აფერხებს ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობას ციხეებში“, ამბობს თემო ხატიაშვილი.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)