თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) უარყოფითად აფასებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტებს და მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი დაგეგმილ ცვლილებებს.
„26 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ორი კანონპროექტი, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილება. მათგან ერთი შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებში შესატან ცვლილებებს.
კანონპროექტის თანახმად, საგრძნობლად მკაცრდება სანქცია ორივე მითითებულ მუხლზე, ამასთან, შემცირებულია მოსამართლის როლი - საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვროს სანქციის ზომა ან გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)