en
ge

Meliora-ს დაჯილდოების ღონისძიება 19 მაისს გაიმართება

Meliora-ს დაჯილდოების ღონისძიება 19 მაისს გაიმართება

თბილისი. 19 მაისს, ონლაინ ფორმატში გაიმართება „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020“-ის დაჯილდოების ცერემონია. წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდება და კომპანიები იმ პროექტებისა და თუ ინიციატივებისთვის დაჯილდოვდება, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

„დაჯილდოების ცერემონიაზე კომპანიები პანდემიით გამოწვეული კრიზისის გასამკლავებლად განხორციელებული პროექტებისთვის შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდებიან: თანამშრომელთა მხარდაჭერა, მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა, საზოგადოების მხარდაჭერა და მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020-ის სპონსორია კომპანია Moore ABC.

Meliora 2020 ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში“, ნათქვამია საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ვებგვედრზე.

სრულად...

წყარო: meliora.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)